“თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ” – აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ პრობლემებს მიხედონ.

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“ ,- აცხადებს კოვე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

https://mcm.ge/%e13%a1%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/

მსგავსი თემები