“თქვენ არც მაგისტრის დიპლომი გაქვთ და ვერც მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებთ” – ირაკლი აბესაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“როცა იქნებით დოქტორი შემდეგ მობრძანდით და შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაში,” – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ზაზა თავაძეს, განათლება ბიზნესის დარგში აქვს მიღბული და საქართველოში, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მას ანიჭებს უფლებას, სამართლის დარგში გახდეს დოქტორი.

“არცერთი საგანი არ გისწავლიათ სამართალთან შემხებლობაში. მაგრამ, ჩვენი დღეს მოქმედი კანონით, თქვენ როგორც ბიზნესის დარგში მაგისტრს განიჭებთ უფლებას, სამართლის დარგში გახდეთ დოქტორანტურის წევრი. დღეს, თქვენ მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებთ. თქვენ უბრალოდ არც მაგისტრის დიპლომი გაქვთ და არც შესაბამისი ანალიზი,” – მიმართა ირაკლი აბესაძემ მოსამართლეობის კანდიდატს. 

მსგავსი თემები