„თქვენ ამოყოფთ თავს პოლიტიკურ სამარეში“ – ლიკა გამრეკელი

ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლე-ს“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი ხელისუფლებას მიმართავს და იმ საქმეების დასრულებას ითხოვს, რომლებზეც წლებია სს საქმეებია აღძრული, მათ შორისაა პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმე.

როგორც გამრეკელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მკვლელობები იყო პოლიტიკური დაკვეთა და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.

„მოვითხოვთ ამ და სხვა საქმეების ბოლომდე მიყვანას. ბოროტება და პრობლემა ამ  ქვეყანაში არის ის, რომ გუშინ, ბატონი ბარამიძე ასე უტიფრად და უტაქტო ესაუბრებოდა შვილმკვდარ მშობლებს. არც რცხვენიათ და ბოდიშსაც კი არ უხდიან გამწარებულ ადამიანებს იმ სისხლიანი რეჟიმისთვის. დიახ, ეს იყო დაკვეთა, პოლიტიკურ დაკვეთა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მკვლელობა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა.  რასაც ზუსტად მიუთითებს ის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიო იხილა, როცა შს მინისტრი ითხოვს 2 გვამს“ – განაცხადა გამრეკელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ის გაერთიანებულ ოპოზიციასაც მიმართავს და კონკრეტულ კითხვას სვამს: „ახლა ჩვენ ვეუბნებით ამ ვითომ პროდასავლურ ძალას – როგორ უნდა ითანამშრომლოთ ადამიანთან, რომელიც 2 გვამს ითხოვს ანუ სისხლიანია. თუ გგონიათ ამ ყველაფრს ჩამორეცხვა შესაძლებელია, ძალიან ცდებით. თქვენ ამოყოფთ თავს პოლიტიკურ სამარეში, პოლიტიკურ სანაგვეზე და ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი დემოკრატიის საწყისებზე. „ქართულ ოცნებასაც“ მივმართავ, ჩვენ თქვენთანაც გვაქვს პრობლემა – თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელმაც გააპარპაშა ეს მოძრაობა, რომ ასეთი გონორითა და გადატრიალების მოწოდებებზე ილაპარაკოს“ – განაცხადა „შევინარჩუნოთ სიცოცხლე-ს“ დამფუძნებელმა.

მსგავსი თემები