„თქვენს სახლში მდუმარე მკვლელია“ – ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრხილებს

რთულია გაუმკლავდე საფრთხეს, რომელსაც ვერც ხედავ და ვერც აგემოვნებ. სწორად ამ ფაქტმა განაპრობა მისი საზარელი დასახელება – „მდუმარე მკვლელი”. საქართველოში,   ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებები და ადამიანების სიკვდილიანობა, ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემად იქცა.

რომელია საშიში რაიონები და უბნები; რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება წლის ბოლომდე; როგორია სიცოხლისთვის საშიში, მკვლელი გამათბლები – ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, „მედიაცენტრ მთავართან“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა.

„მედიაცენტრი მთავარი“:  ყოველ  წელს, სეზონი ისე არ ჩაივლის, რომ ბუნებრივი აირიდან გამომდინარე, უბედური შემთხვევევბი არ გვქონდეს სახეზე. ძირითადად, რა პრობლემა იკვეთება –  გაუნათლებლობა, დაუდებრობა თუ არარსებლი რეგულაციები?

სალომე ვარდიაშვილი: ძირითადი პრობლემა, რის გამოც უბედურ შემთხვევებს ვიღებთ, რეგულაციების არარსებობა და მოუწესრიგებელი  შიდა ქსელები იყო. წლების განმავლობაში, შიდა ქსელებზე მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცოდნა და პროფესიონალიზმი არ გააჩნდათ. დიდი ხნის განმავლობაში, ამ  ყველაფრის მონიტორინგი არ ხდებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ძაიან ბევრი ნაღმია ქალაქში.

„მედიაცენტრი მთავარი“:  ის შემთხვევებში, რომელიც  ტრაგედიით დამთავრდა, ძირითადად რა მიზეზი გამოიკვეთა?

სალომე ვარდიაშვილი: ორმხრივი პასუხისმგებლობა იკვეთება. მოხდა ისე, რომ ერთი პერიოდი, მოქალაქის პასუხისმგებლობა გამოირიცხა და კომპანიის დაუდევრობას აბრალებდნენ. ჩვენ კი, ამით, ერთგვარად მომხმარებელიც გავაზარმაცეთ. იმის ნაცვლად, რომ რაღაც გვესწავლებინა და ამ კუთხით ბევრი გვესაუბრა, მივიღეთ ის, რომ მომხმარებელი შევაგუეთ და გავუჩინეთ განცდა, რომ მეორე მხარემ ყველაფერი უნდა იცოდეს. მოქალაქის ცნობიერება  არაა მზად, როგორ უნდა მოიხმაროს ბუნებრივი გაზი. გაზს ყველა ისე ამონტაჟებდა, როგორც მოუხერხდებოდა – აი მეზობელი კარგად ერკვევა ამ საკითხში, ბიძაშვილი გვყავს ელექტრიკოსი და ა.შ.

„მედიაცენტრი მთავარი“: ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია კერძო სახლებთან, სადაც ოთახები სათითაოდ ქირავდება?

სალომე ვარდიაშვილი: კერძო დასახლებები სერიოზული და რეალური პრობლემაა. მაგალითად, ისანი-სამგორის რაიონი, ნავთლუხის დასახლება, ისნის და ნახალოკის ნაწილი, სადაც კერძო სახლებია, თითქმის ყველა ოთახში, რომელსაც  ფანჯარაც კი არ აქვს,  გაზია შეყვანილი ცალ-ცალკე ოთახებში  და ყველგან გამათბობელი დგას. ისეთი დახურული და დაგმანული ადგილები და ფართებია, იქ სიცოცხლე წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ სწორედ ამ საშიში უბნებიდან ვიწყებთ აქტივობას. შარშან,  7 ადამიანი, რომელიც ერთ სახლში იპოვეს გაგუდული,  ქირით ცხოვრობდნენ.

„მედიაცენტრი მთავარი“: რა მდგომარებაა ამ მიმართულებით რეგიონებში?

სალომე ვარდიაშვილი: რეგიონებში გაცილებით რთული მდგომარეობაა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მაგალითად ქუთაისი, რუსთავი, წყალტუბო, ბათუმი და ა.შ. 

„მედიაცენტრი მთავარი“: სად იწყება და სად მთავრდება კომპანიის  პასუხისმგებლობა?

სალომე ვარდიაშვილი:  წელიწადში ერთხელ, კომპანიას აქვს  ვალდებულება, ტექნიკურად შევამოწმოს ყველა ბინა და იქ, სადაც დაუშვებელია ბუნებრივი გაზის არსებობა, შეუწყვიტოს გაზის მიწოდება.  მსგავსი არაერთი შემთხვევა გვქონდა. მაგალითად, სარდაფის ტიპის სახლებში, მოქალაქეს  არ მისცეს გაზის გაყვანის უფლება და  მესაკუთრემ ყველაფერი გააკეთა, რომ „ფორთოჩკები“ ამოეჭრათ. იყო ფაქტები, რომ კომპანიამაც დახუჭა თვალი გარკვეულ შემთხვევებზე და დაგროვოლმა პორბლემებმა რეალურად მიგვიყვანა ამ დონემდე. ახლაც ბევრი საფრთხის შემცველი დაწესებულებაა.

“ჩუმი მკვლელი”

„მედიაცენტრი მთავარი“:  რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, გურამიშვილის გამზირს, აღმოჩნდა,  რომ ამ ბინაში ჩაჭრილი იყო გაზის მიწოდება, თუმცა, ბინის მეპატრონემ, თვითნებურად აღადგინა. გაზმომარაგების შეწყვეტით დამთავრდა კომპანიის პასუხისმგებლობა?

სალომე ვარდიაშვილი: კომპანიას ევალება, წელიწადში ერთხელ შეამოწმოს ბინა. ამაზე მეტს თუ დავავალდებთ, ისინი ფიზიკურად ვერ შეწვდებიან და ხარჯი გაიზრდება მათი მხრიდან. თუმცა, არის შემთხვევები და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იყო, რომ შესამოწმებლად არაერთხელ მივიდნენ, თუმცა, ბინაში არ შეუშვეს.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, იკვეთება მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა. მომხმარებელს, საცხოვრებელ ბინაში, ღია წვის წყლის გამაცხელებელი ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ არასწორად იყო დამონტაჟებული. ეს დანადგარი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„მედიაცენტრი მთავარი“: თუ კომპანიამ  პრობლემის შესახებ იცოდა და ბინაში ვერ შედიოდა,  ეს ხომ იყო ეჭვის საფუძველი იმისა, რომ იქ რაღაც ხდებოდა?

სალომე ვარდიაშვილი: რაღაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ ან სუნს უნდა გრძნობდე ან გამოძახებები უნდა იყოს.  ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ბევრს  ვერ გეტყვით, თვითონ იმ ადამიანმა უნდა ისაუბროს. კომპანიის მხრიდან  უმოქმედება  არ იკვეთება.

„მედიაცენტრი მთავარი“: პრობლემა სად უფრო მეტია, კერძო სახლებში თუ კორპუსებში?

სალომე ვარდიაშვილი: კერძო დასახლებებში პრობლემა ბევრია, თუმცა არანაკლებია ძველი კორპუსებიც, სადაც ქსელი და ყველა დანადგარი ძველია. ამავდროულად, ბევრგან გაზის მილი ჩახსნილია, თუმცა  შემდეგ ისე, მეპატრონის მხრიდან აღდგენილი.  

„მედიაცენტრი მთვარი“: ამდენმა უბედურმა შემთხვევამ რა ტენდენციები გვაჩვენა?

სალომე ვარდიაშილი: ძირითადი ტენდენცია რაც იკვეთბა მომხმარებლების დაუმორჩილებლობა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა და ცოდნის არქონაა.  წლების განმავლობაში რეგულაციების არარსებობამ მიგვიყვანა იმ საშინელ შედეგებამდე, რომელსაც დღეს  ვიმკით. კომპანიის მხრიდანაც ბევრი ხარვეზი იქნებოდა. შესაძლოა, ყველა მომხმარებელს კომპანია ვერ ამოწმებდა წელიწადში ერთხელ და ჯამში, პრობლემები დაგროვდა.  

„მედიაცენტრი მთავარი“:  და მაინც, რომელიც საშიში და მკვლელი დანადგარი?

სალომე ვარდიაშვილი: ღია წვის წყალგამაცხელებელი, რომელიც გასაკუთრებით აბაზანაშია დამონტაჟებული, ჩათვალეთ, რომ სახლში გყავთ მკვლელი. ნებისმიერი, ისეთი დანადგარი რომელსაც ინსტრუქციაში უწერია, რომ დაუშვებელია შიდა ფართებისთვის მოხმარება, არ შეიძლება ბინაში დაამონტაჟო.  „კარმის“ შემთხვევაში, თუ გარეთ გადის CO და სწორედ არის დამონტაჟებული, საშიში არაა. მაგრამ, ძალიან ბევრ გარეუბანში, თუნდაც ვარკეთილის შემთხვევა გავიხსენოთ, ე.წ. ფარსონკები დგას, რომელიც საშიშია, რადგან კუსტარულადაა გაკეთბული. მისი ნამწვი არსად მიდის და ოთახში რჩება. თუ ფანჯარას არ გააღებ და მუდმივად არ გაანიავებ, CO დაგროვდება და გაიგუდები.

„მედიაცეტრი მთავარი:“  რეგულაციებზეც გკითხავთ, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედება – კონკრეტულად რა იქნება ის მექანიზმი, რომელის საფრთხეს შამცირება?

სალომე ვარდიაშვილი: პირველ რიგში, რაც ყველაზე პირველი შევა ძალაში, ეს იქნება პოლიციის ჩართულობა ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა მოქალაქე ცდილობს, თავი აარიდოს შემოწმებას, ან ნებაყოფლობით არ ხსნის კარს და სახლში არ უშვებს შესამოწმებლად მისულ ლიცენზიის მქონე ორგანოს; შემდეგი იქნება სანქციების თემა – მოქალაქეს, დაუმორჩილებლობისთვის ფინანსური სანქციები დაეკისრება. პირველად  – 50 ლარი, შედეგზე 100 ლარი და ა.შ. საჯარო დაწესებულებებისთვის ეს თანხა ორმაგდება და სამმაგდება; შემდეგ კი ძალაში შევა რეგლამენტი, რომლისთვისაც ბაზარი უნდა მომზადდეს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ შემოწმების ხარჯს მოქალაქე იხდის?

სალომე ვარდიაშვილი:  შემოწმება იქნება კერძო პირის, მესაკუთრის ხარჯი. სამწუხაროდ, ამას ვერც ბიუჯეტი და ვერც რეგულირების საფასური გაუძლებს. ისევე როგორც ჩვენი საკუთრება ჩვენი მოსავლელია, წელიწადში ერთხელ,  ესეც იქნება მოქალაქის ხარჯი. სხვა არანაირი პრაქტიკა მსოფლიოშიც კი არ არსებობს.   ეს შემოწმება სავალდებულო იქნება ყველ წელს. სპეციალისტები წელიწადში ერთხელ უნდა მოიყვანოთ. გერმანიაში არსებობს პრაქტიკა, რომ წინა წელს გამოძახებული ინსპექტორი თავად გატყობინებთ, რომ ქსელის შემოწმების დრო ახლოვდება. ყველა მზად უნდა იყოს,  წელიწადში ერთხელ გამოიძახოს სპეციალისტი და შეამოაწმებინოს ქსელი.    

„მედიაცენტრი მთავარი“ :   რას გულისხმობს კამპანია, რომელსაც  თქვენ იწყებთ?

სალომე ვარდიაშვილი: ვიწყებთ უსაფროების კამპანიას „გაუფრთხილდი სიცოცხლეს,“ რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას. ყველა მომხმარებლებთან მივალთ, ვისაუბრებთ თუ როგორია უსაფრთხოების ელემენტარული წესები; გავცემთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ გაზი უსაფრხოდ; როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქსელს სანამ კანონი დაგვავალდებულებს. კამპანიას ვიწყებთ თბილისის საკრებულოსთან ერთად.  

მსგავსი თემები