“თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”

თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ, ახლა თქვენვე მოდიხართ და მორალს მიკითხავთ, – ასე უპასუხა პრემიერმა ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფონდში ჩარიცხული დახმარება კეთილი ნებაა და მთავრობა ამას გამოიყენებს.

“რეალურად დღეს მიმდინარე სახაზინო ხარჯების ნაწილში,საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ პრობლემა არ გვაქვს. ეს გადმორიცხული დახმარება თითოეული ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას გამოვიყენებთ. მივხედავთ ჩვენ ყველას. ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც საჭიროა და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები