თქვენთან ვარ, როგორც რიგითი მოქალაქე – გიორგი გახარია კერზაიას საქმეზე

“როგორც მოქალაქეს, მქონდა ინტერესი იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი, გიერთდებით”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველს ინტერესებში შედის, რომ საქმე დროულად გამოიძიონ.

,,განათლების მინისტრის ერთხელ, ორჯერ გამოცხადდა პარლამენტში და უპასუხა კითხვებს. შემდგომ პროკურატურაში საქმე აღიძრა. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მოქალაქეს მქონდა ინტერესი იმ ტრაგედიასთან, რაც მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ვიცი, რომ ია კერზაიას შვილი იყო დაკითხული და სრულად არის ჩართული ამ პროცესში. მე რაც შემიძლია გითხრათ, იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი, გიერთდებით.

ყველას ინტერესშია ეს და ეს საქმე არის დასახური. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვარ და როგორც რიგითი, მოქალაქე დავინტერესდები ამ საქმის გამოძიებით,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, გასული წლის დეკემერში ინსულტით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ სკოლაში, რომელსაც კერზაია ხელმძღვანელობდა, ინსპექტირება ჩაატარა. გარდაცვლილის ოჯახი წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მსგავსი თემები