,,თუ ხელისუფლება გაათავისუფლებს პატიმრებს, დაკარგავს საარჩევნო ხმებს, თუ არ გაათავისუფლებს, მიიღებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას’’ – მარიამ ჯაში ,,მედიაცენტრ მთავარში’’

ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების’’ თავმჯდომარე მარიამ  ჯაშის შეფასებით, 8 მარტის გადაწყვეტილება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი  საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ, რეალურად ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, რადგან ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი აუცილებლად გახდება კრიტიკის საკითხი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარიამ ჯაშმა ,, მედიაცენტრ მთავარში’’ ისაუბრა.

,,თუ ქართული ოცნება გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს,  ის  აუცილებლად დაკარგავს ხმებს. მეორე მხრივ, თუ ბოლომდე არ იქნება შეთანხმება მიღწეული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან’’ – აღნიშნა მარიამ ჯაშმა ,,მედიაცენტრ მთავარში’’.

რაც შეეხება უგულავა- რურუა- ოქრუაშვილი არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები, როგორც მარიამ ჯაში განმარტავს ამის დასადგენად, კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომლის ექსპერტები დეტალურად შეაფასებენ ვითარებას.


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები