თუ შაქარაშვილთან „მერსედესის“ მგზავრების შემხემბლობაც დადასტურდა, მათი პასუხისმგებლობაც დამძიმდება   

გარდაცვლილი გიორგი შაქარშვილის ბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იკვეთება, რომ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი პირები მისდევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგის. თუ ანალოგიური „მერსედესის“ მგზავრებსაც დაუდასტურდათ, ბრალი მათაც დაუმძიმდებათ.

„მერსედესის მგზავრთა მიმართებაში რამდენადაც დასრულებული იყო ეპიზოდი და ისინი გასცილდნენ იმ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუმცა, თუ გამოძიებით გამოვლინდება, რომ აღნიშნულ პირებსაც ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათ პასუხისგების საკითხსაც.“ – განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დამძიმდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

მსგავსი თემები