„თუ სიტყვით ვერ გაიგებ, საარჩევნო შედეგით მოგიწევს წასვლა“ – დავით უსუფაშვილი საპროტესტო აქციებზე

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აქციები პარლამენტის შენობის წინ „გახარია წადის“ მოთხოვნით არ შეწყდება.

როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვინ როდის უნდა წავიდეს, აქციის მონაწილეებს კონკრეტული ვადა და თარიღი არ დაუთქვამთ.

„ზაფხულში, ახალგაზრდების გმირული დგომა, არ მგონია, შეწყდეს შემოდგომასა და ზამთარში. ვფიქრობ, ეს არის გააზრებული ქმედებები და ამ ადამიანებს დიდი პასუხიმგებლობა აქვთ აღებული. ვხედავ იქ სერიოზულ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ შეძახილებით პირველივე ჯერზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. აქციის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის მაღალი დონე იმაში გამოიხატა, რომ ბევრი სხვა აქციისგან განსხვავებით, „დედლაინები“ არ დაუთქვამთ, რომ ერთ კვრაში თუ არ გადადგებით, ჩვენ „ამას“ ჩავიდენთ. აქციის მონაწილეების მოწოდება ზუსტად ეს არის, რომ თუ გიორგი გახარია შს მინისტრობიდან არ წავიდა, მაშინ პრემიერ-მინისტრობიდან მოუწევს წასვლა, თუ სიტყვით ვერ გაიგებ, მაშინ საარჩევნო შედეგით მოგიწევს წასვლა“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები