“თუ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ, 10 მაისისთვის შესაძლოა 5-6 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს” – ამირან გამყრელიძე

“გამოჩნდება რამდენიმე დღის შემდეგ და ინფიცირებულთა რიცხვი სერიოზულად მოიმატებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი მოწოდება სოციალური დისტანცირება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის ერთად თავშეყრაა.

„ეს ოთხი დღე, საქართველოში, ტრადიციულად ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაულია და მთელი ჩვენი საზოგადოება ზეიმობს. ამ დროს ტაძრებსა და სასაფლაოებზე იკრიბება ადამიანების დიდი რაოდენობა, მაგრამ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ და ეს უნდა გავითვალისწინოთ. რთულია ამის თქმა, მაგრამ ნუ წავალთ ეკლესიაში და ვილოცოთ სახლში. თუ ჩვენ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ და უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ თავს, შეიძლება 10 მაისისთვის 5-6 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს და ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები