„თუ პრეზიდენტმა ეს უთხრა ოთხმეზურებს, ის არის სამარცხვინო“ – ადვოკატი მოკლული ოთხმეზურის საქმეზე

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულისა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის ადვოკატი, ოთხმეზურების მიერ, ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ეს პრეზიდენტმა მართლა იკადრა, სამარცხვინოა.       

„ვრცელდება ინფორმაცია და ამას თავად ოთხმეზურების მხარე ავრცელებს, თითქოს, პრეზიდენტმა  არ იცოდა, რომ ასლან ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობისთვის იყო ბრალდებული. დაზარალებული მხარის განცხადებით, პრეზიდენტს მისთვის უთქვამს, არ ვიცოდი, საქმე ოთხმეზურის მკვლელს თუ ეხებოდა,  თორემ არ შევიწყალებდიო.  ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, თუ პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა, ეს არის სამარცხვინო განცხადება. ოთხმეზური იქნება თუ სხვა გვარის წარმომადგენელი, ყველა თანაბარია. რას ნიშნავს ეს განცხადება? შეწყალება ოთხმეზური იქნება თუ სხვა გვარი, თანაბრად და თანასწორად ეხება ყველას და პრეზიდენტი თანაბრად უნდა მიუდგეს ნებისმიერ გვარს“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცეტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები