თუ პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შელაგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მისი გამოყენების საჭიროება არ დგას. თუმცა, თუ გადაწყვეტილება შეიცვლება და ე.წ. პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს.

„ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე თქვენს თავს დააბრალეთ. მერე ვეღარავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას „ – ასე მიმართავს ლევან ვასაძე ხელისუფლებას.

შეგახსნებთ, რომ ლგბტ თემს შეხვედრები ჰქონდა შსს-ში, სადაც მათ აუხსნეს, რომ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ე.წ. მარში არ ჩაეტარებინათ. გუშინ, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კვირეულის ჩაშლას არ აპირებდნენ და ცენტრალურ ქუჩებს არ დათმობდნენ. დღეს კი ისევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრაიდი არ ტარდება.

მსგავსი თემები