“თუ ორივე არ დაისჯება, ვინც აფარებს ხელს, იმასაც დავხოცავ, მთლიან ოჯახთან ერთად” – გარდაცვლილი მურად წურწუმიას ბიცოლა

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთან ერთად, შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი პირის დაკავებასაც ითხოვს. 

“მე იმას ვითხოვ, რომ ორივე დაისაჯოს სამუდამოდ. სამუდამოდ თუ არ დაისჯებიან, მე არავის არ ვაპატიებ. ეს არის ჩემი მოთხოვნა. ის ერთი თავის თავზე იღებს, მე ვიყავიო,” – ამბობს მურად წურწუმიას დედა.

ორივე პირის სამუდამო პატიმრობას შეფარდებას ითხოვს გარდაცვლილი მურად წურწუმიას ბიცოლა, სიმა არაბოვაც.

“მე მინდა, რომ ორივე დაისაჯოს სამუდამოდ, სიკვდილამდე. თუ არ დაისჯება, ის ვინც აფარებს ხელს, იმასაც დავხოცავ, მთლიან ოჯახთან ერთად,” – აცხადებს მურად წურწუმიას ბიცოლა. 

2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ, 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. 

მსგავსი თემები