„ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის – გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ბაგატიონების ჰაპლო-ჯგუფის შესწავლა ადვოკატების და ფილიოლოგების საკითხი არ არის. რაც შეეხება სიხარულიძეების გვარის გაჟღერებას აღნიშნულ საკითხში, ეს სრული დილეტანტიზმია.
აღნიშნულ საკითხზე ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.
„ბაგატიონების ჰაპლო-ჯგუფის შეწავლა ადვოკატების და ფილოლოგების საკითხი არ არის და როდესაც ადვოკატი აჩენს ეჭვს, მოაქვს გვარი სიხარულიძე და ციფრები მუხრან-ბატონების გენეტიკიდან, უნდა მოიტანოს იგივე სიხარულიძის, სად არის სიხარულიძის გენეტიკა?
სიხარულიძე არის ძალიან დიდი გვარი და მათში არის განსხვავებული ჰაპლო-ჯგუფები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ერთი წინაპარი არ ჰყოლიათ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სიხარულიძეებთან მათი არანაირი კავშირი არ იკვეთება. მუხრან-ბატონის ადვოკატი თუ აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, მარტივი მოქმედებაა საჭირო ამის დასამტკიცებლად – უნდა წავიდეს, იმ სიხარულიძის შთამომავალს აუღოს ანალიზი და თქვას, რომ მისი ჰაოლო-ჯგუფი აი, ეს არის.
ეს არის სრული დილეტენტიზმი, რასაც ცალსახად ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.