„თუ მეუფე პეტრე ძალიან მოინდომებს, შეიძლება უმძიმესი სასჯელიც დადგეს – მისი განკვეთა“ – მეუფე მეუფეზე  

„დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდებები არ მოისმინება“ – აცხადება ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მეუფე პეტრესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს შანსი აქვს ხარისხი დაიბრუნოს. ეს კი მეუფე პეტრე ცაავას მონდომებასა და შენდობის სურვილზეა დამოკიდებული.

“თუ  ვინმეს ახსოვს, მეუფე პეტრეს „ეს“ ოდესმე ეთქვას, სანამ ხარისხი ჰქონდა. ახლა ხარისხისგან არის  დაყენებული და დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდება არ მოისმინება საერთოდ. ეს მან ძალიან კარგად იცის.  სანამ იყო სასულიერო პირი, ვერ გაბედავდა ამის თქმას“ –  აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფეს შეფასებით, თუ მეუფე  პეტრემ ძალიან  მოინდომა, შესაძლოა, მისი განკვეთაც მოხდეს.

„ის განკვეთილი არ არის, მას დროებით შეჩერებული აქვს მსახურება. ის არის ეპისკოპოსი, მას უნდა მიმართოთ როგორც მეუფე, მეუფე პეტრე სწორი მიმართვაა, ოღონდ, მას შეჩერებული აქვს მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინანულის შემთხვევაში, მას შეიძლება აღუდგეს ხარისხი. მაგრამ, თუ თავად ძალიან მოინდომეს, შეიძლება, უმძიმესი სასჯელიც დადგეს – განკვეთა. მან ძალიან მოინდომა, რომ ის ხარისხიდან დაყენებულიყო“ – აცხადებს ახალქალაქის მიტროპოლიტი.  

მეუფე არ გამორიცხავს, ჭყონდიდის ყოფილ მიტრპოლიტს ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონოდა: „მან ძალიან მოინდომა, მეტი რომ არ შეიძლება ისე მოინდომა ეს შედეგი ყოფილიყო და როგორც ჩანს, მას ეს დაგეგმილიც ჰქონდა“.

რაც შეეხება სასულიერო პირის ეკლესიიდან განდევნას, მსგავსი უკანასკნელი შემთხვევა, ქართულ ეკლესიაში დაახლოებით 20 წლის უკან მოხდა.  ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთ-ერთმა ქართველმა მღვდელმთავარმა თავი რუსეთის პატრიარქად გამოაცხადა, რის გამოც მისი განკვეთა მოხდა.  

მსგავსი თემები