„თუ მერაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, იქ ბობმი ჩავარდება და  ის უნდა დაიშალოს“ –  დავით ჭიჭინაძე

„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, სადაც სხედან, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი, მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ ამიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს „ოპოზიციური გაერთიანება“,- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი  დავით ჭიჭინაძე.

მისვე შეფასებით, მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებები დამხობასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა, იურისტებმა უნდა გაარჩიონ.

„იურისტების გასარჩევია, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს დამხობასთან დაკავშირებით მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება, თუმცა ყურს ძალიან ცუდად მოხვდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში განვითარებაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ცივილური, რა თქმა უნდა, მათთვის ეს სიტყვა დამხობა, ჩვენ ვიცით, ვინც დაამხეს ამ ქვეყანაში ერთხელ, ზვიად გამსახურდია, ამას ვიმკით დღემდე და ამ რიტორიკის მატარებელი ადამიანები არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ციხიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. მისივე თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

მსგავსი თემები