„თუ კიდევ გააკეთებენ კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს თავისი შვილის გაყიდვაში გარკვეული თანხა აქვს მიღებული, ამ სიტყვების დადასტურება მოუწევთ“ – ნესტან ლონდარიძე

ზაზა სალარიძის ადვოკატი თვლის, რომ ბოლო პერიოდში სალარიძის მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებები გახშირდა. ნესტან ლონდარიძე, სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზეც საუბრობს.

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას.

უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება”, -განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მსგავსი თემები