“თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, დაიტუქსება” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრემ ჭყონდიდის რეზიდენციიდან პირადი ნივთების ნაწილი უკვე გაიტანა. მისი თქმით, რეზიდენციაში დარჩა პირადი ბიბლიოთეკა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ წიგნებს წაიღებს.

კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდნენ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლის მიერ ჩატარებულ საკვირაო წირვას, მეუფე პეტრე ამბობს,რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან პროტესტი, ისინი დაკავებული იყვნენ ეპარქიის საქმეებით.

თავის მხრივ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მონაზვნების განცხადებას, რომ ისინი არ დაესწრებიან წირვას, რომელსაც მეუფე გრიგოლი აღავლენს, პეტრე ცაავა ამბობს რომ ეს არ არის სწორი.

“ეს არ არის სწორი და თუ ეს ვინმემ თქვა, აუცილებლად დაიტუქსება”,- განაცხადა მან.

მსგავსი თემები