„თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თვითოეული ჩვენთაგანი დავირაზმოთ“ – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილებოდა, აღნიშნული პროცესის მნიშვენლობა შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ფორმატი სწორედ ჩვენი დანერგილია. სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი დადგენილებას იღებს და ფაქტობრივად, კონკრეტულ სამინისტროებს და სახელმწიფო უწყებებს ავალებს რეკომენდაციები შეასრულონ. ჩვენ უწყებების მხრიდან ვისმენთ ანგარიშს და ვეცნობით ამ დავალებების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ერთის მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები განვითარდეს და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუტი იყოს ძალიან ძლიერი, რაც ყოვეთვის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, ამიტომ ეს პროცესი საინტერესო და უნიკალურია. მე ვხედავ და დღევანდელი მოსმენებიც მაძლევს ამის საფუძველს, რომ საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია შესრულებულია, ასევე ჩვენ 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე, რეკორდული –  რეკომენდაციების 85% გავიაზრეთ. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთვის ციფრები არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თვითოეული ჩვენთაგანი დავირაზმოთ, რათა ამ უფლების დარღვევა აღვკვეთოთ და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

მსგავსი თემები