„თუ დამხობა უნდა, მისი ადგილი იქაა, სადაც იყო“ – დავით ჭიჭინაძე ვანო მერაბიშვილზე   

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არ არის. „ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“ , – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისი შეფასებით, ვანო მერაბიშვილის განცხადებები დამხობასთან დაკავშირებით,  მიანიშნებს, რომ ის ისევ ძალადობაზეა  ორიენტირებული.

„თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტირებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“ , – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები