“თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება” – ამირან გამყრელიძე

“კარანტინიც იზოლაციაა, თუმცა კარანტინი უფრო ორგანიზებული იზოლაციაა. ორივე არის ე.წ. სოციალური დისტანცირების ან ფიზიკური დისტანცირების მეთოდი, რომელიც მთავარია ამ გამოწვევის დაძლევაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ორი მეთოდით სერიოზული შედეგი მიიღეს ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და რამდენიმე ქვეყანამ.

„ამიტომ თუ ჩვენ ამას დავიცავთ კარგად, მოვეკიდებით მაღალი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება ამ ეპიდემიის გამო ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობის ზრდა იქნება, მაგრამ მთავარი მიზანია ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილება.

მსგავსი თემები