“თუ დაავადებას ადამიანი შეგნებულად მალავს ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმის“ – ვლადიმერ კახაძე

„ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებას მიიღებს ჩვენგან, უნდა გაიაზროს, თვითონ ხომ არ არის მონაწილე, ნებსით თუ უნებლიედ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა.

კახაძემ ინფექციის შეგნებულად დამფარავი ადამიანები შაჰიდებს და ტერორისტებს შეადარა.

დაავადების დამალვასთან დაკავშირებით ორი გარემოება შეიძლება არსებობდეს. თუ ეს შეგნებით ხდება, ცუდია, ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმი“. არიან შაჰიდები, რომლებიც თავის თავს იფეთქებენ, კლავენ ადამიანებს, ეს ამის ანალოგია იქნება. თუ შენ იცი და შეგნებულად აკეთებ ამას, ეს არის გასვლა მორალური ჩარჩოდან, ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ. მეორე ვარიანტი არის უნებლიე და ასეთ დროს არის მოხმობა იმ ძალისხმევის, რასაც აკეთებ, რომ ინფორმაცია ყველას ყურამდე მივიტანოთ“,- განაცხადა კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები