“თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს – ჭკვიანად უნდა იყვნენ!” – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა,  მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსები „ჭკვიანად უნდა იყვნენ“. მეუფე თვლის, რომ ეკლესიაზე შეტევას გარკვეული ოპოზიციონერები ახორციელებენ.

„მე არ ვიმუქრებ, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა იყვნენ! რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე გამოვა, რომ ვიღაცები, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება. ხალხი სხვანაირად შეხედავს. რომ ვთქვა რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები