“თუ გინდათ, რომ ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანები არ მიიღოთ, წადით ამნისტიაზე” – დაკავებულთა ადვოკატი

“თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით”, – ამის შესახებ 20 ივნისის მოლენების შედეგად დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავართან” ისაუბრა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას.

“თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით. მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერი კი არ დაიჭირონ, არამედ, ისინი, ვინც დიდი ხანია, იხდიან სასჯელს, გაათავისუფლონ, წავიდნენ ამნისტიის და შეწყალების კუთხით. მაგრამ თუ გვინდა სიტუაციის არევა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ ამას აუცილებლად მივიღებთ ამ პოლიტიკის შედეგად”, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, რეპრესიაში, პოლიტიკური ლიდერების მიმართ, პოლიტიკური პროცესების დასრულების შემდეგ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს და თვლის, რომ პროცესი იყო სრულიად პოლიტიზებული.

“როდესაც იწყება სამართლებრივი დევნა პოლიტიკუერი ლიდერებისა პოლიტიკური პროცესების გამო, ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და იძენს პოლიტიკურ ნიშნებს. ამ ადამიანების დაკავება და შემდეგ გათავისუფლებაც, იყო სრულიად პოლიტიზებული.

“თუ არ გინდათ, რომ მომავალში, ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები იხილოთ, დამტვრეული მანქანების მაგივრად კი, მოლოტოვის კოქტეილები და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, შერიგების გზით, თუნდაც პირდაპირ ვიტყვი, რეპრესიების ნაცვლად, უნდა შევთავაზოთ ერთმანეთს ამნისტია და განვმუხტოთ სიტუცავია, ეს არ არის წახალისება” – განაცხადა ადვოკატმა.

შევარდნაძეს აღმოაჩნდა ჭკუა და ნათელი ხედვა სიტუაციის, არ წავიდა გამწვავებაზე და თავიდან აიცილა სამოქალაო დაპირისპირება, იგივე ჭკუა აღმოაჩნდა სააკაშვილსაც, რომელიც წავიდა თავის დროზე რეპრესიების კუთხით, მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ დაკაარგა ლეგიტიმაცია, უკან დაიხია.

აქციაზე დაკავებული 6 პირის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ, დღეს “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია ერთ-ერთ 20 ივნისს დაკავებულ მოქალაქესთან ერთად გამართა, რომელიც სამართლომ უკვე გაათავისუფლა.

მსგავსი თემები