„თუ გამოცდებს მე-11 კლასში ვაუქმებთ, მე-12-მ რა დააშავა, ეს არასამართლიანია“ – სიმონ ნოზაძე

დეპუტატი სიმონ ნოზაძე სკოლებში შეფასების სისტემის შეცვლას მიესალმება, თუმცა, ამბობს, რომ სამინისტროს საპარლამენტო კომიტეტთან კონსულტაციები არ გაუვლიათ და არც პოზიციები მოუსმენიათ.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მე-11 კლასელების გამოცდასთან ერთად, მე-12 კლასის გამოცდაც უნდა მოიხსნას, რომელიც ერთჯერადად 2019 წელს ჩატარდება.

“მისაღებია შეფასების სისტემაში ცვლილება. ძალიან ძნელია მე-12 კლასელ ახალგაზრდას 8 საატესტატო საგანი ჩააბარებინო და შემდეგ, ვინც სწავლას უმაღლესში აგრეძელებს, დამატებით კიდევ 4 საგანი. თუ მე-11 კლასში ჩვენ ვაუქმებთ გამოცდებს და გასაუქმებელია კიდეც, მაშინ მე-12 კლასის გამოცდაც უნდა გაუქმდეს. ახლა, მე-12 კლასელებს ვავალდებულებთ, რომ 12 საგანში ჩააბარონ გამოცდა,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები