“თუ გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა აბიტურიენტს რისკის ქვეშ არ დააყენებს, ჩვენ ამას დავუშვებთ” – გიორგი გახარია

“თუ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, რომ გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა აბიტურიენტების ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„თხოვნა იმის შესახებ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს უფლება მიეცეთ, პირბადის გარეშე იყვნენ, არის უადგილო. ამას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები. თუ ეს არ შეუქმნის რისკს აბიტურიენტების ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამას დავუშვებთ, მაგრამ ამ თხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგებს უნდა მიმართოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები