“თუ გაირკვა, რომ მთავრობის რეორგანიზაცია საჭიროა, ვიმსჯელებთ” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამ ეტაპზე, მთავრობაში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედვას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებს.

“ონსულტაციების საფუძველზე თუ გაირკვა, რომ მთავრობაში დამატებით რაიმე რეორგანიზაცია არის საჭირო, ამაზე ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი. ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. მხოლოდ მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი საკითხებს მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუ იქნება ასეთი ინიციატივა პრემიერის, მთავრობის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ განხილვისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები