“თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ 3 ადამიანი, მეტი არა” – ამირან გამყრელიძე

„არ ვაშინებ საზოგადოებას და არ მინდა, პანიკას მივეცეთ, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება და ყველა რეკომენდაციის დაცვა.“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ცერცვაძე მთავარ რეკომენდაციად ისევ სოციალურ დისტანციას ასახელებს და საზოგადოებას ხანდაზმული ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს.

„ვამბობთ, რომ მთავარი რეკომენდაცია არის სოციალური დისტანცია, დავრჩეთ ყველა სახლში და ნუ ვივლით, ნუ შევიკრიბებით, განსაკუთრებით მოხუცებულები, განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული, სხვა დაავადებები, განსაკუთრებით ვინც იმყოფებიან ქრონიკულ მკურნალობაზე. ეს ადამიანები არიან მომატებული რისკის ადამიანები. თავი ავარიდოთ ნებისმიერ თავყრილობას ანუ სადაც სამი-ხუთი ადამიანი იკრიბება. არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები დიდი სამხიარულო ან ღმერთმა გვაშოროს და სხვა ტიპის სუფრები, რადგან ამ დროს გავრცელების რისკი იზრდება და ამას მაგალითები უკვე გვაქვს. არ არის აუცილებელი საავადმყოფოში გეგმიურ კონსულტაციაზე მისვლა, თუ განსაკუთრებული გადაუდებელი შემთხვევა არ არის, ყველაფერი ეს უნდა ჩატარდეს ტელეფონის საშუალებით. არ არის აუცილებელი ყოველდღიურად მაღაზიებში სიარული. ჯობია, კვირაში ერთხელ მივიდეთ მაღაზიაში, დავიცვათ იქ წესი, რაც არის. ძალიან კარგია, რომ ახლა პროდუქტის მაღაზიები იცავენ წესებს, ერთდროულად არ უშვებენ ყველას შიგნით, რათა არ შეიქმნას დიდი თავშეყრა. მოიმარაგეთ კვირის საკვები, რომ მაქსიმალური დრო ვატაროთ სახლში. თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ახლა კარგი ამინდები დგება, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ სამი ადამიანი, მეტი არა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები