„თუ ადამიანს უნდა, მაცხოვარი გულით მიიღოს, ბზის ბუჩქი საჭირო საერთოდ არ არის“ – დეკანოზი გიორგი

„აბსურდია, ღმერთს, მის მიერ შექმნილი ბუნების დაზიანებითა და გაჩეხვით ასიამოვნო. ბზის უკანონო და არამართლზომიერი მოხმარება, დაჭრა, განადგურება, გაჩეხვა, შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მაცხოვრის მხოლოდ გარეგნულ თაყვანისცემასთან“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ გააკეთა.

სასულიერი პირის შეფასებით, ე.წ. ბზობის დღესასწაული სულაც არ არის ამ სახლით გავრცელებული დღესასწაული და მისი დაკნინება ხდება. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ისინი, ვინც მცენარის დიდ ბუჩქს იჭერენ ხელში, მაცხოვარს მხოლოდ გარეგნულად იღებენ და არა გულით.

„მოსახლეობა, საუფლო დღესასწაულებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ეწოდება უფალი იესოს ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, ბზობის დღესასწაულს ეძახის. მართებული არ არის, ამ დღესასწაულის მნიშვნელობის დაკნინება და იმ მოქმედებამდე დაყვანა, რასაც უნიკალური მცენარის განადგურება, კურთხევის მიზნით ტაძარში მიტანა და შემდეგ სახლში შენახვა ჰქვია. თუკი ადამიანს უნდა, ამა თუ იმ დღესასწაულის თანამონაწილე გახდეს, ეს მცენარეების ბუჩქების ხელში დაჭერით არ ხდება. საკითხს ვუდგებით არამართლზომიერად , რითაც გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ეკოლოგიას და ბუნებას, რაც შეუწყნარებელია. თუ გვინდა, მაცხოვარს პატივი მივაგოთ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ მის მიერ შექმნილი ბუნების განადგურებით? ეს აბსურდს ემსგავსება. როცა მინდა, ღმერთი ვადიდო და ამიტომ, მის მიერ შექმნილ ეკოლოგიას და ბუნებას ვანადგურებ, საკუთარ თავთან წინააღმდგეობაში მოვდივართ“, – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები