თურქული ავიაკომპანია თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 9 ნოემბრიდან წყვეტს. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიაში „ტავ ჯორჯიაში” ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო აჩერებს. რეისების გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ.

„ატლასგლობალმა“ საქართველოში ფრენები ადრეც შეწყვიტა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ,  მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლა.

მსგავსი თემები