„თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.  “როიტერის” ინფორმაციით, დაინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც ავიაკომპანიის თვითმფრინავით ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო, ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი სტამბოლში მგზავრების გარეშე დაბრუნდა. ეკიპაჟის წევრები კი, უსაფრთხოების მიზნით 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოთავსდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 143 მგზავრი, პილოტი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები