თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ხანდაზმული ქალი სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით 7 აპრილს მოათავსეს. ჩატარებულმა ტესტი კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ერთი კვირის შემდეგ კარადენიზი საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა ის სახლში, 14-დღიან კარანტინში იმყოფება.

ექიმების განცხადებით, ასეთ მოკლე დროში ვირუსის დამარცხება 107 წლის ქალმა ძლიერი იმუნური სისტემის ხარჯზე შეძლო.

მსგავსი თემები