თურქეთში მომხდარ ავარიაზე საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით,  ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს. 

საკონსულო ოპერატიულ კავშირზე იმყოფება თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ, აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. 

https://mcm.ge/1-გარდაცვლილი-და-22-დაშავებუ/

მსგავსი თემები