თურქეთში, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში ნავის ჩაძირვას 8 მიგრანტი ემსხვერპლა. შემთხვევა მუგლას პროვინციაში მოხდა. ნავს 15 მიგრანტი გადაჰყავდა.

მაშველები 7 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენებია ჩართული.

ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის მიზნით, ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტს ირჩევენ, რაც უმეტეს შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება.

მსგავსი თემები