თურქეთმა სირიის საზღვართან ტანკები გაგზავნა

თურქეთმა სირიის საზღვართან ტანკები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იდლიბში გადასროლილია ათასამდე სამხედროც.

ვითარება იდლიბის პროვინციაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას სირიის არმიის ოპერაციას ხუთი თურქი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაბომბვის დროს ასევე დაშავდა შვიდი თურქი ჯარისკაცი.

თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სირიის მთავრობას სამხედროების პოზიციების შესახებ მონაცემები წინასწარ ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ოპერაცია მაინც ჩაატარა. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თუ რეგიონში ვითარება არ დასტაბილურდება, თურქეთის ხელისუფლება იდლიბში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებასაც არ გამორიცხავს. გაუქმებულია სირიის ტერიტორიაზე დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირებაც.

მსგავსი თემები