თურქეთი სირიაში ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს და ულტიმატუმს აყენებს

თურქეთ-სირიის ე.წ. პატარა ომს, ათობით  ადამიანი შეეწირა და ასობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. ამერიკასთან მოლაპარაკებებისა და დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ, ერდოღანმა, ულტიმატუმის სანაცვლოდ, ცეცხლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და არა შეწყვეტის.

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს, როცა, ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ.

თურქეთის საგარეო მინისტრის – მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოპერაციები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა აღნიშნული  წინაპირობები შესრულდება.

რაც შეეხება ამერიკის როლს, თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, თურქეთი და ამერიკა, ქურთების სახალხო დაცვის შეიარაღების შეგროვების,  სამხედრო-საინჟინრო ნაგებობებისა და  პოზიციების გაუვნებელყოფაზე შეთანხმდნენ და ამასთანავე, ამერიკულმა მხარემ გააცნობიერა, რომ უსაფრთხოების ზონა მნიშვნელოვანია.

„აშშ-სთან შეთანხმება მიღწეულია,  რომ „უსაფრთხოების ზონა“ თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცევა“ – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

თურქეთის მხრიდან სირიაში ოპერაციების შეჩერებას დონალდ ტრამპი ასე გამოეხმაურა: “არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება”.

მსგავსი თემები