ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მიგრანტებს შორის ბავშვებიც არიან

თურქეთის პროვინცია იზმირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 13-მა სხეული მძიმე დაზიანება მიიღო. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს არ ჰქონდა სატვირთოს მართვის მოწმობა – ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Anadolu.

14 ოქტომბერს, პროვინცია იზმირში, საავტომობილო გზიდან სატვირთო გადავარდა, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. სატვირთო მდინარე დეგირმენჩაიში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანები. ათობით ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მსგავსი თემები