“თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და ენმ” – ანრი ოხანაშვილი

“თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს და სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა”, რათა გამოიყენონ ეს საბაბად დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ და პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ესაა სწორედ მმართველი გუნდი,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

მსგავსი თემები