თოვლის გამო, ვაზიანი-გომბორის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

მსგავსი თემები