“თიბისი ბანკის” აქციების გაზრდა და შემცირება, დამოკიდებულია მის იმიჯზე” – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, “თიბისი ბანკის” აქციების შემცირების მიზეზებზე საუბრობს.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “თიბისი ბანკის” აქციების გაზრდა, ან შემცირება, კომპანიაზეა დამოკიდებული და კავშირი არ აქვს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. მათ შორის, არც ლარის კურსის გაუფასურებასთან. 

“კერძო კომპანიის აქციების გაზრდა და შემცირება, დამოკიდებულია ამ კომპანიის იმიჯზე, მის შიდა პროცესებზე. ვერ გეტყვით, რომ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები, კავშირშია ამასთან. აქციების შემცირება თუ გაზრდა, დამოკიდებულია მხოლოდ მათსავე პროცესებზე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები