“თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პილოტს ლიცენზია არ ჰქონდა” – ემილიანო სალას დაღუპვის დეტალები

BBC-ს ინფორმაციით, საავიაციო შემთხვევების გამოძიების ბრიტანულმა კომისიამ გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავის დაღუპვის საბოლოო დასკვნა, რომელშიც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა იჯდა. 

დასკვნის მიხედვით, ავარია მოხდა თვითმფრინავ PA 46 Malibu-ზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. საფრენმა აპარატმა, პრაქტიკულად, ჰაერში დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პილოტმა დევიდ იბოტსონმა მაღალ სიჩქარეზე მანევრირება სცადა და მართვა დაკარგა.

ამასთან, პილოტისა და ფეხბურთელის დაღუპვა გამოიწვია მომწამვლელმა აირმა. ამასთან, თვითმფრინავს არ ჰქონდა ხელსაწყო, რომელიც ამ აირის კონცენტრაციას გაზომავდა.

გარდა ამისა, იბოტსონს არ გააჩნდა ევროპასა და ბრიტანეთს შორის ფრენისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზია.

ემილიანო სალა გასული წლის იანვარში „ნანტიდან” „კარდიფში” სათამაშოდ უნდა გადასულიყო, მაგრამ ავიაკატასტროფის გამო ბრიტანეთამდე ვერ ჩააღწია და ლა მანშის წყლებში ჩაიძირა. მოგვიანებით, მისი ცხედარი ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები