„თვითიზოლაციაში“ მყოფ ადამიანებს პატრული გააკონტროლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ადამიანების საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.  როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ადამიანების კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„თვითიზოლაციში მყოფი ადამიანების მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გადაწყვეტილებებია მიღებულია მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რადგან კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამოდენიმეჯერ მოვუწოდეთ ყველა ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია თვითონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და ასევე მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოებასთან. მოგეხსენებათ, ამ ტიპის გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში “კორონავირუსით” ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

მსგავსი თემები