“თვითიზოლაციაში მყოფს მეორე დღეა დარაჯობენ” – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავები თვითიზოლაციაში მყოფს მეორე დღეა დარაჯობენ.

“ეს ვაშლიჯვარია, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ამ კორპუსის ეზოში, მეორე დღეა, მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები დგანან და თვითიზოლაციაში მყოფებს დარაჯობენ. რომელ მორალზე, ადამიანობაზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეა საუბარი, საერთოდ, რომელ აზროვნებაზეა საუბარი, როცა საკუთარი თავის და სხვების გადასარჩენად ადამიანებს დარაჯობა სჭირდებათ. ეს იმ ფონზე, როცა იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, როცა „კორონავირუსმა“ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და გაანადგურა. საქართველოში კი მსგავსი ადამიანების უპასუხისმგებლობით, ვისაც სამართალდამცველთა დარაჯობა სჭირდება, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია”, – წერს ეკა გულუა.

მსგავსი თემები