თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით COVID-19 დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მცხეთის ავტოსადგომის ბაზარში ვაჭრობდა.
თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით, ის გუშინ შეიყვანეს.