თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ადმინისტრაცია, მოსახლეობას იმ ყალბი ფეისბუკ-გვერდების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილი ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს!

სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა…

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!” – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადებაში.

მსგავსი თემები