თელავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა COVID 19-ის ფონდში ხელფასის 1/3 გადარიცხეს

თელავში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, COVID 19-ის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხეს.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ერთი მესამედი, სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აპრილში უკვე გადავრიცხეთ ხელფასის ერთი მესამედი”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

მსგავსი თემები