თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ტერენტი გრანელის სტრიქონებს კოლაუ ნადირაძის სახელი მიაწერეს

ქუთაისში რეაბილიტირებულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა, ლითონის ფილებზე, რომლებიც ხიდის იატაკს წარმოადგენს ქალაქისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები​ არის ამოტვიფრული, სადაც დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს”:
“მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”, – რომელზეც ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.

როგორც “მედიაცენტრ მთავარისთვის” გახდა ცნობილი, ფრაზები კონკურსის წესით შეირჩა, ვერსიები მრჩეველთა საბჭომ და მოწვეულმა ფილოლოგებმა განიხილეს.

ასეთი წარწერები ხიდზე ლითონის 42 ფილაზეა გაკეთებული.

“დღეს პირველად გავიარე “განახლებულ” თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ. ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრიტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ სჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენ თქო???!!!
3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი, იმ ფილას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!!
ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.
კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს…
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე.
იმედი მაქვს შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ შეცდომას.
ეს, რომ “სევდის მეფეს” წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო!
“მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!”
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა”, – წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი აკაკი მამრიკიშვილი.

მსგავსი თემები