“თეთრი ხალათების” აქციას ექიმები რეგიონებიდანაც უერთდებიან

“თეთრი ხალათების” აქციას ექიმები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ისინი სხვადასხვა კლინიკების წინ შეიკრიბებიან და ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ.

მედიკოსები შესაბამის უწყებებს რეიაგირებისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ ექიმები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ.

“თეთრი ხალათების” აქციას ქუთაისსა და ზუგდიდშიც უერთდებიან. მედიკოსების განცხადებით, ისინი მათ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

მსგავსი თემები