თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს. 

ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 18 პირი.

მსგავსი თემები