თეთნულდზე, ზვავში მოყოლილი ესპანელი ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს

თეთნულდზე, ზვავში მოყოლი ტურისტი, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ესპანელი ტურისტი, ამ დროისთვის, ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში იმყოფებიან ესპანეთის საელჩოს წარმომადგენლები.

ესპანელი ტურისტები სამთო კურორტზე 5 დღით იმყოფებოდნენ, ისინი მესტიაში გუშინ ჩავიდნენ.

ტურისტები, რომლებიც ზვავს გადაურჩნენ, ფაქტის თვითმხილველები არიან, ისინი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

თეთნულდზე მოწყვეტილმა თოვლის მასამ 6 ესპანელი ტურისტი მოიყოლა, რომელთაგან სამის გადარჩენა მოხერხდა, სამი კი დაიღუპა.

სვანეთში მყოფი ტურისტების ათკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. მთის კურორტების განვითარების კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით სამთო სპორტის მოყვარულებს: “ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და ყურადღება მიაქციეთ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.”

მსგავსი თემები